ახალციხეში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ხანძარია. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ცეცხლი შენობის სახურავს უკიდია.
პირველადი ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან. ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები, შენობიდან ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა.
{{VIDEO}}
Leave a Reply