“რუსებს ვუთხარი, წყლის რეზერვუარები არ შემოღობოთთქო და კი ბატონოო” – საკრებულოს წევრი

Written by

in

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუთიანთკარში, სადაც რუსმა სამხედროებმა მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს, საკრებულოს წევრი, მერაბ მახარაშვილი ჩავიდა. როგორც ის ამბობს, ოკუპანტებს სოფლის სარწყავი რეზერვუარის დატოვება სთხოვა. 
“წყლის რეზერვუარები ჰყვება იქით-მეთქი და თუ შეგვიძლია, არ შემოვღობოთ-მეთქი, რომ ხალხმა ისარგებლოს, კი ბატონოო.

მე ვარ ხალხის არჩეული და რაც ხალხს სჭირდება იმას ვაკეთებ, — ამბობს მერაბ მახარაშვილი.

სოფელ გუგუტიანთკართან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს. რკინის ბოძებს მიღმა ექცევა ორი ოჯახის, გუგუტიშვილებისა და რაზმაძეების სახლები.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *