უკრაინის პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლის მკვლელობა: ცნობილი მოკრივე პოლიციას ჩაბარდა (ვიდეო)

Written by

in

ცნობილმა უკრაინელმა მოკრივემ პიტრ ოჩერეტიანოვმა ერთი დარტყმით კიევში სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელი მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, მოკრივე ქუჩაში ძაღლებს ასეირნებდა, როდესაც უსაფრთხოების დაცვის თანამშრომელთან, 26 წლის კაცთან შელაპარაკება მოუვიდა. ოჩერეტიანოვმა მას თავში ჩაარტყა, რის შედეგადაც მამაკაცი მიწაზე დაეცა და ადგილზე სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა. ყოფილი სპორტსმენი, რომელიც 10 წელზე მეტხანს უკრაინის მოკრივეთა პროფესიონალურ ლიგას ხელმძღვანელობდა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა მოგვიანბებით თავადვე ჩაბარდა პოლიციას. მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *