თქვენი გამარჯვება ჩვენი გამარჯვება იქნება – ზურაბიშვილი ზელენსკის დაბადების დღეს ულოცავს

”გისურვებთ, რომ მომავალი დაბადების დღე თავისუფალ და ერთიან უკრაინაში აღნიშნოთ. გისურვებთ სიძლიერესა და გამძლეობას თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის ამ დაუნდობელ ბრძოლაში. თქვენი გამარჯვება ჩვენი გამარჯვება იქნება.”

წერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დაბადების დღეს ულოცავს.