მდინარე ალაზანში მაშველები 60 წლამდე მამაკაცს ეძებენ

მდინარე ალაზანში მაშველები 60 წლამდე მამაკაცს ეძებენ.  დედოფლისწყაროელი გიორგი ანთაური, რომელიც მწყემსად ალაზნის პირას ერთ-ერთ ფერმაში მუშაობდა, მეგობრებთან ერთად მდინარეში შევიდა, თუმცა წყლიდან გამოსვლა მამაკაცმა ვეღარ შეძლო.

სამძებრო სამუშაოების მიზნით ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და მყვინთავები იმყოფებიან.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *