ნიდერლანდების ჯანდაცვის მინისტრი კორონავირუსზე დებატების დროს შეუძლოდ გახდა(ვიდეო)

Written by

in

ნიდერლანდების ჯანდაცვის მინისტრი  56 წლის ბრუნო ბრუინსი კორონავირუსის საკითხზე პარლამენტში გამართული დებატების დროს შეუძლოდ გახდა. მას დახმარება ადგილზე კოლეგებმა აღმოუჩინეს. 

როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, მოგვიანებით მინისტრმა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენიმეკვირიანი ინტენსიური მუშაობით გამოწვეული გადაღლილობით ახსნა.

„ახლა თავს უკეთ ვგრძნობ. სახლში მივდივარ დასასვენებლად“, – დაწერა მინისტრმა სოციალურ ქსელში.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *