ნიდერლანდების პრემიერმა მოსახლეობას იდაყვებით მისალმებისკენ მოუწოდა, შემდეგ კი კოლეგას ხელი ჩამოართვა (ვიდეო)

Written by

in

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ პრესკონფერენციაზე მოსახლეობას მოუწოდა, არ ჩამოართვან ერთმანეთს ხელი და იდაყვებით შეეხონ, შემდეგ კი საკუთარი რჩევა დაავიწყდა და კოლეგას ხელი ჩამოართვა.

„დღეიდან ჩვენ ხელის ჩამორთმევას შევწყვეტთ, ეს არის მარტივი მეთოდი, რომელიც კორონავირუსის გავრცელებას აფერხებს. გთხოვთ, ყურადღებით მოეკიდოთ ზოგად ჰიგიენას – უფრო ხშირად დაიბანეთ ხელები, დაცემინებისას მიიხმარეთ იდაყვი და ისარგებლეთ ქაღალდის ხელსახოცებით“, – განაცხადა პრემიერმა.

რუტემ ნიდერლანდების ინფექციური დაავადებების კონტროლის ცენტრის დირექტორს, ჯააპ ვან დიზელს ხელი ჩამოართვა, თუმცა შეცდომა მალევე გამოასწორა და მას იდაყვის შეხებით დაემშვიდობა.

ვიდეოს On Demand News ავრცელებს:

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *