ვის მისცემდით ხმას – ქართული ოცნება- 40%, გაერთიანებული ოპოზიცია- 53%, პატრიოტთა ალიანსი და სხვები – 7% – Edison Research

Written by

in

Edison Research-ის მიერ ტელეკომპანიას ფორმულას დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე: დღეს რომ საპარალამენტო არჩევნები იყოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას ან პარტიათა ბლოკს მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 53% ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის გაერთიანებას მისცემდა ხმას, 40% ქართულ ოცნებას, 7% კი პატრიოტთა ალიანსს და სხვებს.

რაც შეეხება ე.წ. ალოკაციის, ხმების შეწონვის მეთოდის მონაცემებს, ამ შემთხვევაში ქართული ოცნებას ხმების 39%-ს მიიღებდა , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — 23%-ს, ევროპული საქართველო — 8%-ს, ლეიბორისტული პარტია- 6%-ს, პატრიოტთა ალიანსი- 6%-ს, ხოლო ლელო 5%-ს.

Edison Research-მა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით კვლევა თებერვალში ჩაატარა. მასში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით 2 000-მა ადამიანმა მიიღო (ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების გარდა). გამოკითხვაში მონაწილეები შემთხვევითი პრინციპით შეარჩიეს. ფორმულას ინფორმაციით, კვლევა 95%-იანი სანდოობისაა, ხოლო ცდომილების ზღვარი 2%-ია.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *