ჩინეთში საკარანტინო ზონად გამოცხადებული სასტუმროს ჩამონგრევას 4 ადამიანი ემსხვერპლა

Written by

in

ჩინეთში კორონავირუსის გამო საკარანტინო ზონად გამოცხადებული 5-სართულიანი სასტუმროს ჩამონგრევას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 5 კი დაშავდა. მათგან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

უბედური შემთხვევა გუშინ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ფუძიანის პროვინციაში მოხდა.

ჩინეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მაშველებმა ნანგრევებიდან 42 ადამიანის გამოყვანა შეძლეს.

შენობის ჩამონგრევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *