ოკუპირებული აფხაზეთის ერთ-ერთი ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატი ინტოქსიკაციით საავადმყოფოშია გადაყვანილი

ოკუპირებული აფხაზეთის ერთ-ერთი ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატი, ასლან ბჟანია მოწამვლის ნიშნებით სოჭის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინფორმაციას ამის შესახებ „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

„ის სოჭში იმყოფებოდა, როცა  თავი ცუდად იგრძნო. ის კლინიკაში გადაიყვანეს. ეჭვია კვებით ინტოქსიკაციაზე“, – აცხადებს „ინტერფაქსთან“ ასლან ბჟანიას მეგობარი.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *