ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს – დაკავებულია თურქეთის მოქალაქე

Written by

in

ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით დაჭრილი პაციენტი რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა განაცხადა, ცხელ კვალზე დაკავებულია ერთი პირი. დაზარალებულს ჭრილობა ბასრი საგნით აქვს მიყენებული. მამაკაცი, რომელიც მოქალაქეს თავს დაესხა, თურქეთის მოქალაქეა. გამოძიება მიმდინარეობს 117 მუხლით რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *