სალომე ზურაბიშვილი ელჩებთან განიხილავს, როგორ ჩაერთოს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის განახლებაში

Written by

in

სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქგვერდზე სერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატების განცხადებებს ეხმიანება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ზურაბიშვილი დიალოგის შუამავალ ელჩებთან განიხილავს, როგორ ჩაერთოს ოპოზიციასა და ,,ქართულ ოცნებას” შორის მოლაპარაკების პროცესის განახლებაში.

,,საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატების განცხადებებს პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დიალოგის გაგრძელების თაობაზე და
დაუკავშირდება დიალოგის ფასილიტატორ ელჩებს, რათა მათთან ერთად განიხილოს, რა შეიძლება იყოს პრეზიდენტის ჩართულობა ამ დიალოგის განახლებისათვის”,- წერს საქართველოს პრეზიდენტი.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *