კობი-სტეფანწმინდის მონაკვეთზე ჩამოწოლილმა ზვავმა მანქანა ხევში გადააგდო, დაიღუპა 1 ადამიანი

Written by

in

კობი-სტეფანწმინდის მონაკვეთზე ჩამოწოლილმა ზვავმა ავტომობილი ხევში გადააგდო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მანქანაში 3 ადამიანი იჯდა. მათგან 1 დაიღუპა, ერთს ქვედა კიდური აქვს დაზიანებული, მესამე კი უვნებლად ამოიყვანეს.

ამ წუთებში გარდაცვლილი პირის ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რომელიც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. 

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *