გორთან ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა

Written by

in

გორთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანი გარდაიცვალა, 20 წელს გადაცილებულმა ახალგაზრდამ კი სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, ავარია გორიდან სოფელ ტინისხიდის გასასვლელში მოხდა. ერთმანეთს ერთი მიმართულებით მოძრავი 2 ავტომანქანა შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *