ავღანეთში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

ავღანეთში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით,თვითმფრინავი ქაბულის აღმოსავლეთით, ღაზნის რეგიონში ჩამოვარდა.მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა სახელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავში დაახლოებით 80 მგზავრი იმყოფებოდა.

ჯერჯერობით უცნობია, არიან თუ არა გადარჩენილები. თვითმფრინავი ქაბულიდან ჰერათში მიფრინავდა.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *