ქუთაისი–სამტრედიის გზაზე ავარიას ახალგაზრდა ქალი და ბავშვი ემსხვერპლნენ

Written by

in

ქუთაისი-სამტრედიის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

სოფელ ბაშის მონაკვეთზე ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შემდეგაც ავტომობილი გამყოფ ზოლს დაეჯახა.

ადგილზე გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, მცირეწლოვანი ბავშვი კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ დაიღუპა.

გარდაცვლილები შუახევის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *