ზუგდიდში მიკროავტობუსი ამობრუნდა, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი

Written by

in

ზუგდიდი-ოდიშის გზაზე სამგზავრო მიკროავტობუსი სავალ გზიდან გადავიდა, ბოძს დაეჯახა და ამოტრიალდა.

დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ერთი მოზარდი. ერთ-ერთ დაშავებულ შუა ხნის ქალს ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ საბურავის დაზიანება გახდა.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *