ყვითელი ავტობუსი ხეს შეეჯახა – ავარიის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა

Written by

in

ბარათაშვილის აღმართზე, ავლაბარში ყვითელი ავტობუსი სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს დაეჯახა. 

მომხდარის შედეგად შუახნის ქალი გარდაიცვალა, მძღოლი კი მსუბუქად დაშავდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *