უნდა დავაბრუნოთ დედები და დები, შევუქმნათ ღირსეული სამუშაო ადგილები, რათა ბევრი შვილი ჰყავდეთ – ხაზარაძე

Written by

in

მოძრაობა ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ საქართველოში დემოგრაფიული ვითარება უნდა შეიცვალოს და ემიგრაციიდან დედები დააბრუნონ. 

“სანამ ჩვენ დედობას არ დავუდგებით გვერდში და სანამ ჩვენ ამ პარადიგმას არ შევცვლით. ჩვენ არ უნდა ვიყოთ კლებადი ერი, ჩვენ უნდა ვიყოთ ზრდადი ერი. ჩვენ საქართველოში 3,7 მილიონი ვართ, დანარჩენი გასულია ქვეყნის გარეთ. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ჩვენი დედები, ჩვენი დები უცხოეთიდან, შევუქმნათ მათ ღირსეული სამუშაო ადგილები და ღირსეული პირობები იმისთვის, რომ მათ ბევრი შვილი ჰყავდეთ. ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ”, -თქვა ხაზარაძემ.

ხაზარაძემ დღეს, 25 ოქტომბერს მოძრაობის 12 წევრი წარადგინა. მისივე ინფორმაციით, პარტიას 12 დეკემბერს დააფუძნებს.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *