ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრით დაიწყო

Written by

in

პრეზიდენტის სასახლეში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ერთმანეთს პირისპირ ხვდებიან.

ამის შემდეგ კი, პრეზიდენტები გაფართოებულ ფორმატში გამართავენ შეხვედრას, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთენ და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ.

მანამდე, პრეზიდენტის სასახლეში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა.

შეგახსენებთ, თბილისს ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გუშინ ეწვია.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *