შსს-მ საქართველოს პირველი არხის სერვერზე კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

Written by

in

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პირველი არხის კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის და იქ არსებული მონაცემების შეცვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 284 მუხლის 1-ლი ნაწილით და 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, საქართველოს პირველი არხის სერვერზე გარე ჩარევის შედეგად კიბერშეტევა დღეს განხორციელდა. კიბერთავდასხმის შედეგად, მაუწყებლის ქსელში მოხდა ვირუსის გავრცელება, რამაც დაშიფრა და გაანადგურა საქართველოს პირველი არხის სერვერებზე არსებული მნიშვნელოვანი ფაილები.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *