მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესზე ზაზა სარალიძე დაიკითხება

Written by

in


დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხორავას ქუჩის საქმეზე, დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება. პროცესზე  მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს დაზარალებულის სტატუსით დაკითხავენ.

ბრალდებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატი, სასამართლო სხდომის გასაჯაროვების  შუამდგომლობას დააყენებს.

შეგახსენებთ, რომ  მიხეილ კალანდია 4 ივნისს დააკავეს, მას ბრალად  ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობა ედება. კალანდიას  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა  აქვს შეფარდებული.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *