კიბერ შეტევა პირველი არხის სერვერებზე – განადგურებულია მნიშვნელოვანი ფაილები

Written by

in

საქართველოს პირველი არხის სერვერზე გარე ჩართვების შედეგად განხორციელდა კიბერშეტევა – ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი  ავრცელებს. ტელეკომპანიამ ფაქტის შესახებ შსს-ს უკვე აცნობა.

კიბერთავდასხმის შედეგად, დღეს მაუწყებლის ქსელში მოხდა ვირუსის გავრცელება, რამაც დაშიფრა და გაანადგურა საქართველოს პირველი არხის სერვერებზე არსებული მნიშვნელოვანი ფაილები.

ამ დროისთვის მაუწყებლის სხვა სერვერებზე ვირუსის გავრცელების თავიდან აცილება მოხერხდა.

ფაქტის შესახებ საქართველოს პირველმა არხმა უკვე აცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *