ბათუმში 4000 ბავშვიდან 1600 საბავშვო ბაღში ვერ მოხვდა

Written by

in

ბათუმში, 2019 წელს, 1600 ბავშვი საჯარო ბაღში ვერ მიიღეს, ქალაქში არსებული 33 საჯარო ბაღში საკმარისი ადგილები არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, საჯარო ბაღში 7979 ბავშვი დადის, 116 ადგილი კი გარეუბნებში თავისუფალია.

ბათუმის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის ცნობით,  ახალი ბაღის მშენებლობა ლერმონტოვის ქუჩაზე დაიწყო და  მომავალ წელს გაიხსნება. 

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *