„მადამ პრეზიდენტისგან არ გამკვირვებია, ის უფრო მიკვირდა, ხატია როგორ უძლებდა მისი უსუსური განცხადებების გახმოვანებას”-გრიგოლია

Written by

in

ინგა გრიგოლია პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პრესსპიკერს ხატია მოისწრაფიშვილს მხარდაჭერას უცხადებს. როგორც ტელეჟურნალისტი აღნიშნავს, ხატიას თანამდებობა სამსახურიდან გაშვებული მეგობრის მიმართ სოლიდარობის გამოხატვას შეეწირა. როგორც ცნობილია, ხატია მოისწრაფიშვილმა ნოდარ მელაძეს გამოუხატა მხარდაჭერა, თუმცა თავად ხატია აღნიშნავს, რომ სამსახურიდან ამ მიზეზით არ წამოსულა.

„პრესსპიკერს რომ გაუშვებ სამსახურიდან გაშვებული მეგობარი ჟურნალისტის სოლიდარობის გამო. რომ ვთქვა, მადამ პრეზიდენტისგან გამიკვირდაო, ტყუილი იქნება, ის უფრო მიკვირდა, ხატია როგორ უძლებდა მისი უსახური განცხადებების გახმოვანებას, კედელზე კი დაგიწერე და ახლა ჩემი გვერდიდანაც გისურვებ ყველაფერს საუკეთესოს ,ხატია“- წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში. 

პრეზიდენტის პრესმდივანმა თანამდებობა დატოვა. მიზეზი კოლეგის მიმართ სოლიდარობა გახდა

“თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მივიღე” – ხატია მოისწრაფიშვილი

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *