პარლამენტში არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები და აქტივისტები არ შეუშვეს

Written by

in

პარლამენტში დღეს დილით არ შეუშვეს არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები და აქტივისტები, რომლებიც საკომიტეტო მოსმენებზე დასწრებას აპირებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათზე საშვები იყო დაშვებული, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლებმა შენობაში არ შეუშვეს.

პარლამენტის წინ დილიდან მობილიზებულია პოლიცია. დღეიდან პარლამენტში ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობა იწყება. საპარლამენტო კომიტეტებში პრემიერ მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას და მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *