ივანიშვილის და სააკაშვილის პაროდისტებმა “რუსთავი 2” დატოვეს და ახალ არხზე გადადიან

Written by

in

“რუსთავი 2” მიხეილ სააკაშვილის და ბიძინა ივანიშვილის პაროდისტებმა ქართლოს ნატროშვილმა და ნიკა კაკაბაძემაც დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია solostudio.agency/-სთან საუბრისას ვანო ჯავახიშვილმა დაადასტურა.

ვანო ჯავახიშვილი და კომედი ჯგუფი მთავარ არხზე გადადიან. პაროდისტებიც ამ გუნდს შეუერთდებიან. 

ჯავახიშვილის განცხადებით, მთავარ არხზე მაყურებელი  “ვანოს შოუს” გარდა კიდევ ორ ტელე-შოუს იხილავს.

შეგახსენებთ, რომ 27 აგვისტოს “კომედი ჯგუფმა” განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც გუნდის  დიდი ნაწილი “რუსთავი 2”-ში რჩება.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *