ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში გაზიფიცირება უფასოდ მოხდება

Written by

in

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს, მოსახლეობას სახლის ერთ წერტილში ბუნებრივი აირის შეყვანის ხარჯებს მთავრობა დაუფინანსებს.

ზუგდიდის მერიის ცნობით, ხელისუფლებას აღნიშნული ინიციატივით ადგილობრივმა თვითმმართველობამ მიმართა.“ვინც ჯერ კიდევ არ სარგებლობს ბუნებრივი აირით, ასეთი ოჯახების გაზიფიცირება სახელმწიფოს ხელშეწყობით მოხდება. ხოლო იმ ოჯახებს, რომლებმაც გაზიფიცირებისთვის 400 ლარი დახარჯეს, თანხა დაუბრუნდებათ,“,- აცხადებენ მერიაში.

აქციით სარგებლობა იმ პირებს შეეძლებათ, ვინც 1 ნოემბრამდე გამოთქვამს სახლში გაზის შეყვანის სურვილს.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *