ძველ თბილისში საცხოვრებელი კორპუსის აივნის ჩამონგრევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

Written by

in

უბედური შემთხვევა თბილისში – ნიშნიანიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის აივანი ჩამოინგრა. დაშავებულია 5 ადამიანი.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხუთივე მათგანი შემთხვევის დროს აივანზე იმყოფებოდა. მათგან სამი, უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამაშველო სამსახურები. დაშავებულებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ. მედიკოსების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *