დააკავებენ თუ არა ყოფილ მინისტრს. ზურაბ ალავიძე საქართველოში დაბრუნდა

Written by

in

ერთ წლიანი პაუზის შემდეგ პროკურატურის მიერ განახლებული საქმის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი  ეკონომიკისა და რეგიონული განვითარების ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე თბილისში დაბრუნდა. ალავიძე აცხადებს, რომ დაკავებას არ ელოდება.

გამოძიება სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანის მონაკვეთის მშენებლობისათვის გამოყოფილი  თანხის დაკარგვის თაობაზე  მიმდინარეობს.

საქმე ეხება 710 მილიონიან პროექტს და თანხას, რომელიც საქართველოს ევროპის საინვესტიციო ბანკმა სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობისთვის ასესხა. გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების, სავარაუდო, ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის კუთხით მიმდინარეობს.

არ არის გამორიცხული უახლოეს პერიოდში, ამავე საქმეზე პროკურატურაში გიორგი კვირიკაშვილიც დაიბარონ.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *