ჩინეთში ტალღებიან აუზის გაუმართაობის გამო 44 ადამიანი დაშავდა (ვიდეო)

Written by

in

ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში მდებარე აკვაპარკში, ე.წ „ცუნამის აუზის“ გაუმართაობის გამო 44 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით CNN-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ტალღის შემქმნელი მოწყობილობა მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც დამსვენებლებს ზედმეტად ძლიერმა ტალღამ გადაუარა.

აუზის მუშაობა დროებით შეჩერებულია, მიმდინარეობს გამოძიება.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *