უცხოელი ტურისტი ყაზბეგში 4000 მეტრის სიმაღლიდან ყინულის ნაპრალში ჩავარდა

Written by

in

ყაზბეგში ლიეტუველი ტურისტი  4 ათასი  მეტრის სიმაღლიდან ყინულის ნაპრალში ჩავარდა. დაშავებულის გადარჩენა მაშველებმა შეძლეს.  ტურისტი ნაპრალიდან ამოიყვანეს და თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.

სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ამ  დროისთვის ლიეტუვის მოქალაქეს შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *