„თუ რუსეთისთვის ოკუპანტის დასაძახებლად ამ ქვეყნის გადატრიალება იქნება საჭირო, ეს ქვეყანა გადატრიალდება” – მიშა მშვილდაძე

Written by

in

საქართველო მტერთან არასოდეს არ დაიჩოქებს და საქართველო არასდროს არ დანებდება არც უცხოელ ოკუპანტს და არც შინაურ ოკუპანტს. როგორადაც გადაგვექცა საკუთარი ხელისუფლება,” – ასე მიმართა მიშა მშვილდაძემ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს.

აქციის ორგანიზატორის თქმით, 20 ივნისის მოვლენების გამო, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს.

„თუ რუსეთისთვის ოკუპანტის დასაძახებლად ამ ქვეყნის გადატრიალება იქნება საჭირო, ეს ქვეყანა გადატრიალდება,“ – განაცხადა მშვილდაძემ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ იქამდე, სანამ გახარია თანამდებობას არ დატოვებს.

პარლამენტის შენობასთან შეკრებილებ 21 საათზე მსვლელობით ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გაემართებიან.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *