რუსული კლუბი ქართველ მორაგბეებს კონტრაქტს აღარ უწყვეტს

Written by

in

რეზი ბროძელი და საბა ილურიძე გუნდში რჩებიან. ამის შესახებ ერთ-ერთმა ქართველმა მორაგბებ რეზი ბროძელმა განაცხადა.

“მადლობა ორივე მხარეს საქართველოსა და რუსეთის რაგბის კავშირებს. გუშინ ბატონმა გოჩა სვანიძემ დამირეკა და დეტალურად ვისაუბრეთ. აქტიური მუშაობა დაიწყო გოჩამ და საქართველოს რაგბის კავშირმა რუსეთის კავშირთან თუ რატომ უნდა მომხდარიყო ჩვენი გუნდიდან გაშვება, აღმოჩდა რომ ამის მიზეზი არაფერი არ იყო.
ყველაფერი გაირკვა და დალაგდა! ჩვენი აზრით ვიღაც მესამე პირები ინტრიგნულად ცდილობდნენ ჩემი და საბას ამ სოლიდარობის ჟესტის გაპოლიტიკურებას. აღსანიშნავია რომ კლუბ სლავას ჩემი და საბას გაშვება არანაირად არ უნდოდა. გუშინ გვიან ღამით, დამიკავშირდნენ გუნდის წარმომადგენლები და გაირკვა რომ მე და საბა გუნდში ვრჩებით.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ორივე მხარის რაგბის კავშირებს და ყველას დაინტრრსებისთვის და გვერდში დგომისთვის!”-წერს სპორტსმენი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ქართველ  მორაგბეებს, რომლებიც რუსულ კლუბ “სლავაში” ასპარეზობენ, ხელშეკრულების შეწყვეტა ემუქრებოდათ.მიზეზი კი თამაშის დროს თვალზე ხელის აფარების მათი საპროტესტო ჟესტი გახდა, რომელიც მათ 20 ივნისის მოვლენების გამო გამოხატეს. 

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *