დღეს აქციის მონაწილეები პარლამენტიდან მსვლელობით ივანიშვილის რეზიდენციისკენ წავლენ

Written by

in

პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია დღეს 19.00 საათზე განახლდება. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, პროტესტი არ შეწყდება, სანამ  შს მინისტრი გიორგი გახარია არ გადადდგება.

დღეს, პროტესტის მერვე დღეს   იგეგმება მსვლელობა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ.

აქციის მონაწილეები ივანიშვილისგან მოითხოვენ “გავრილოვის ღამის” მთავარი მოქმედი პირი, გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილმა პოსტიდან გაათავისუფლოს.

აქციის მონაწილეების ნაწილი კი  შიმშილობას განაგრძობს.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *