“ცუდი მოვლენებია ჩვენს გარშემო, ამიტომ მინდა მოგმართოთ თხოვნით, ფრთხილად იყოთ და არ დაუშვათ შეცდომა“–ილია მეორე

Written by

in

მინდა მოგმართოთ თხოვნით, რომ ფრთხილად იყოთ და არ დაუშვათ რამე შეცდომა, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
“ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთული დროს. ცუდი მოვლენებია ჩვენს გარშემო. ამიტომ მე მინდა მოგმართოთ თხოვნით, რომ ფრთხილად იყოთ და არ დაუშვათ რამე შეცდომა. იმედია, რომ ღმერთი მშვიდობას მოგვცემს და დიდ წყალობას. თქვენ იცით, რომ საქართველო ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ არის. განსაკუთრებით იფარავს საქართველოს” – თქვა პატრიარქმა.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *