აქციაზე “გირჩის” სამი წევრი დააკავეს, აქედან ერთს ვერ ვპოულობთ – ჯაფარიძე

Written by

in

რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ სამი წევრი დააკავეს. აქედან 1 ადამიანს ამ დრომდე ვერ პოულობენ. პოლიტიკური პარტიის წევრებისთვის უცნობია, დაკარგულის ადგილსამყოფელი. ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

გუშინ რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები რუსი დეპუტატების საქართველოში ჩამოსვლას აპროტესტებდნენ, მოგვიანებით მშვიდობიანი აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა ათეულობით ადამიანი დააკავეს.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *