საპროტესტო აქციები სუდანში – მდინარე ნილოსიდან მიტინგში მონაწილეთა 40 ცხედარი ამოიყვანეს

Written by

in

საპროტესტო აქციების მონაწილეებზე თავდასხმა სუდანში – აშშ სამხედროებს ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. შესაბამისი განცხადება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. ბოლო მონაცემებით, აქციის მონაწილეების კარვების დარბევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა. ადგილობრივი მედიკოსების ინფორმაციით, მდინარე ნილოსიდან მიტინგში მონაწილეთა 40 ცხედარი ამოიყვანეს.

სუდანის სამხედრო საბჭოში განაცხადეს, რომ მომხდარის გამოძიება ჩატარდება და დამნაშავეები დაისჯებიან.

სუდანში სამხედრო გადატრიალება მაისში მოხდა, რომლის შედეგად ქვეყნის სათავეში სამხედროები მოვიდნენ.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *