არასრულწლოვნებმა ერთ ქუჩაზე მდებარე მაღაზია, აფთიაქი და სალონი გაქურდეს

Written by

in

ბათუმში, ნიჟარაძის ქუჩაზე გვიან ღამით რამდენიმე მაღაზია, აფთიაქი და სილამაზის სალონი გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, დამნაშავეები, სავარაუდოდ, არასრულწლოვნები არიან.

ფაქტის ამსახველ ფოტოებს აჭარის ტელევიზია ავრცელებს. დაზარალებულები ამბობენ, რომ წაღებულია სალაროებში დატოვებული ხურდა ფული. საკონდიტრო მაღაზიის მეპატრონეს მინის კარი დილით აგურით დახვდა ჩამტვრეული.

გამოძიება 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო. შსს-სინფორმაციით,დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირები  არასრულწლოვნები არიან.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *