ტოჩინოშინს გადამწყვეტი გამარჯვება გაუუქმეს – გაუგებარი გადაწყვეტილება შიმპანების მხრიდან

Written by

in

დღეს, 24 მაისს ნაცუ ბაშოს რიგით მე-13 სატურნირო დღეს ტურნირის ორი ფავორიტი ქართველი ”ტოჩინოშინი” და იაპონელი ასანოიამა უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს. ბრძოლა ერთი შეხედვით ქართველი გოლიათის დომინაციით წარიმართა და მეტოქეც დოჰიოს კიდესთან დაანარცხა მიწაზე, თუმცა ამის შემდეგ დოჰიოზე შიმპანები (სუმოს მსაჯები) ამოვიდნენ და რამდენიმეწუთიანი მსჯელობის შემდეგ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე განაცხადეს, რომ ორთაბრძოლის მსაჯმა ტამაჯირომ გამარჯვება არასწორად მიაკუთვნა ტოჩინოშინს და მოგება ასანოიამას ჩაუთვალეს.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *