ხმის მისაცემად მისულ ხულოს მერობის კანდიდატს პირადობის მოწმობა სახლში დარჩა

Written by

in

ხულოს მერობის კანდიდატმა საარჩევნო უბანზე მისვლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ  პირადობის მოწმობა სახლში  დარჩა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ხმის მიცემამდე “გაერთიანებული ოპოზიციის” მერობის კანდიდატი   ხულოს #1 უბანზე შესასვლელში იცდიდა, ვიდრე პირადობის მოწმობებს მიუტანდნენ.

როგორც აღმოჩნდა მას პირადობის მოწმობა პიანინოზე დარჩა. 

“მე ცვლილებებს მივეცი ხმა, უკეთეს მომავალს, საბოლოოდ, ხელისუფლება დაუბრუნდება ხალხს” – განაცხადა მერობის კანდიდატმა.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *