გახარია და „ქართული ოცნება“ ატარებს ოპერაციას „სვავი“ – ხაბეიშვილი საარჩევნო ზეწოლაზე

Written by

in

„ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდში ამომრჩევლის დაშინების და ზეწოლის მორიგ შემთხვევებს ასაჯაროებს. პარტიის წევრის ლევან ხაბეიშვილის თქმით, ზუგდიდში და ზუგდიდის სოფლებში „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები ამომრჩევლებს აშინებენ და თუ მათ პირადობის მოწმობებს არ მისცემენ, სამსახურებიდან გათავისუფლებით ემუქრებიან. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ხელისუფლებას ეშინია, რადგან ზუგდიდში მერის არჩევნებს აგებს და ამიტომ ამომრჩევლებზე ზეწოლისთვის ყველა მეთოდს მიმართავს. საჯარო სექტორში დასაქმებულების გარდა, ხაბეიშვილის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება ბიზნესმენებს და კერძო პირებსაც ავიწროვებს.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *