წმინდა ცეცხლი საქართველოში უკვე ჩამოიტანეს

Written by

in

თბილისის აეროპორტში უკვე ჩამოიტანეს იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლი, რომელსაც აეროპორტში ასეულობით ადამიანი ელოდებოდა. სპეციალური რეისით ჩამოტანილი ცეცხლი საქართველოს სხვადასხვა ეკლესიებში დარიგდება, სადაც სააღდგომო ლიტურგია მიმდინარეობს.
წმინდა ცეცხლი, მართლმადიდებელთა რწმენით, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში თბილისის დროით 15:31 საათზე გადმოვიდა. ცეცხლი იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა, თეოფილე მესამემ, გამოიტანა.
მაცხოვრის საფლავზე შესვლამდე, სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებთან ერთად, მან სამჯერ შემოუარა სამლოცველოს, რომელიც მანამდე საგანგებოდ იყო დალუქული. მსვლელობა კუვუკლიის შესასვლელთან შეჩერდა, სადაც პატრიარქმა მღვდელმთავრის სამოსი გაიხადა და მხოლოდ კვართით დარჩა. შემოწმების შემდეგ კი ის საფლავზე მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების სიმბოლოთი – 33 სანთლით, შევიდა.
წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას ტაძარში შეკრებილი ათასობით მორწმუნე ელოდა.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *