შრი-ლანკაში აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 290-მდე გაიზარდა

Written by

in

შრი ლანკაში ეკლესიებსა და სასტუმროებზე  განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 290-ს მიაღწია.

დაშავებულია 500-მდე ადამიანი. დაღუპულთა შორის არიან უცხო  ქვეყნის მოქალაქეები.

პოლიციის განცხადებით, 24 ადამიანი დააკავეს, თუმცა ამ დრომდე უცნობია, ვინ განახორციელა ტერაქტი.

შეგახსენებთ, რომ აფეთქება კვირა დღეს შრი ლანკაში  ეკლესიებსა და სამ სასტუმროში მოხდა. აფეთქებების დროს ეკლესიებში აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავდნენ.

ცოტა ხანში კიდევ ორი აფეთქება მოხდა. ერთი ზოოპარკთან, ხოლო ერთი პოლიციის რეიდისას, რასაც 3 სამართალდამცავის სიცოცხლე  ემსხვერპლა.

საქართველოს საკონსულოს ინფორმაციით, შრი-ლანკაზე საქართველოს ოთხი მოქალაქე იმყოფება, რომლებიც უსაფრთხო ადგილზე არიან.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *