ტაქსისტების მორიგი საპროტესტო აქცია. მძღოლები ივანიშვილის სახლის პიკეტირებისთვის ემზადებიან

Written by

in

ტაქსების კოლონა 11 აპრილს რუსთაველის გამზირის გავლით სოლოლაკში  ივანიშვილის რეზიდენციასთან მივა. დღეს ტაქსის მძღოლებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს.
ისინი მერიის მიერ დაწყებულ ტაქსების რეფორმას აპროტესტებენ და მოითხოვენ ტაქსების თეთრად გადაღებვის ვალდებულება გაუქმდეს. გარდა ამისა, წელიწადში სავალდებულო ტექდათვალიერების რაოდენობა ორიდან ერთამდე შემცირდეს.
ტაქსის მძღოლები ამბობენ, რომ ისინი საკუთარი შრომით ოჯახებს ძლივს ინახავენ და ახალი რეგულაციები მათ უმუშევრად ტოვებს, ტაქსების სფეროში კი მონოპოლიები შეიქმნება.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *