პარლამენტთან 1 აპრილიდან ამოქმედებული რეგულაციას აპროტესტებენ

Written by

in

ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართელოს ქსელი და ჩნაცვლებითი თერაპიის პაციენტები 1 აპრილიდან ამოქმედებულ იმ საკანონმდებლო რეგულაციას აპროტესტებენ, რომელიც ნარკოტიკული თრობის შემთხვევაში მართვის მოწმობის ჩამორთმევას და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. მათ დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გამართეს და რეგულაციის გაუქმება მოითხოვეს. აცხადებენ, რომ ნარკოტიკული საშუალების ან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშაულების მაღთვას ეწინააღმდეგებიან, თუმცა თვლიან, რომ სასჯელი არაადეკვატურია. მათივე თქმით რეგულაციები ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში ჩართულ პირებსაც ეხებათ, რაც მკურნალობაში ჩართულ ადამიანებს საზოგადოებაში რესოციალიზაციის და დასაქმების შესაძლებლობას უსპობს. 

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *