უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადებიან.
უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატის ვლადიმირ ზელენსკის შტაბში ადასტურებენ, რომ 19 აპრილს ზელენსკისა და მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შორის დებატების გამართვა იგეგმება.
პრეზიდენტობის კანდიდატმა ზელენსკიმ პეტრო პოროშენკოსთან დაგეგმილ დებატებში, რომელიც სტადიონზე გაიმართება, დამოუკიდებელი არბიტრის როლი იულია ტიმოშენკოს შესთავაზა.
„ბატკივშინას“ ლიდერს იულია ტიმოშენკოს ჯერ არ გადაუწყვეტია მიიღებს თუ არა მონაწილეობას „დამოუკიდებელი არბიტრის“ სახით საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დებატებში.
სტადიონზე დებატების გამართვის ინიციატორი შოუმენი და უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი ვლადიმერ ზელენსკია.
ზელენსკიმ პეტრო პროშენკოს დებატებზე დასათანხმებლად 24 საათიანი ვადა 3 აპრილს მისცა. პოროშენკომ ზელენსკის გამოწვევა მალევე მიიღო.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეასრულებს დამოუკიდებელი არბიტრის როლს დაგეგმილ დებატებში, თუმცა პროგნოზირებენ, რომ დებატები უპრეცედენტოდ სანახაობითი იქნება.
Leave a Reply