პარლამენტის სხდომაზე, სადაც მინისტრი ლევან იზორია მოხსენებით გამოდის, თავდაცვის სამინისტროდან პროტესტის ნიშნად წასული მფრინავი ქალი არ შეუშვეს.
ირაკლი კობახიძეს ეკატერინე ქველიძის დარბაზში დაშვების შესახებ „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამ მიმართა. კობახიძემ გადაწყვეტილება, არ დაეშვა ქვლივიძე დარბაზში, რისკების თავიდან აცილებით ახსნა.
თავდაცვის სამინისტროს ოფიცერი ეკატერინე ქვლივიძე თავდაცვის სამინისტროს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. სამხედრო მფრინავი , რომელსაც 11 წლიანი გამოცდილება აქვს, ამბობს, რომ ხელმძღვანელობის მხრიდან სექსიზმის მსხვერპლი გახდა.
მისი განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა უარი უთხრეს ფრენაზე, მისიებსა და სხვადასხვა გადამზადების პროგრამაში მონაწილეობაზე, მიზეზად კი დაუსახელეს ის, რომ ქალი იყო. ეკატერინე ქვლივიძე ჯერ პრაქტიკულ ფრენებს ჩამოაშორეს, შემდეგ კი მფრინავი ქვეით ჯარში გადაიყვანეს.
წამოსვლიდან 5 თვის შემდეგ ქვლივიძემ შეიტყო, რომ მას კონტრაქტის დარღვევისთვის 28 ათას ლარს სთხოვენ. მფრინავი უწყებიდან წამოსვლის მიზეზებზეც ღიად ალაპარაკდა და საქალაქო სასამართლოს საჩივრით მიმართა.
Leave a Reply