ბაკურიანში სასტუმრო “რეზიდენსი” იწვის

Written by

in

ბაკურიანში სასტუმრო “რეზიდენსში” ხანძარია. ამ წუთებში შენობის სასხვენო გადახურვის ნაწილი იწვის. წინასწარი მონაცემებით, დამწვარია 100 კვ.მ. ფართობი.

ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. ისინი ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *