თურქეთის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა
უბედური შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთით, აია-ვაჯიკის სანაპიროზე, მოხდა. შედეგად 4 მიგრანტი დაიღუპა, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. ბორტზე დარჩენილი 11 მიგრანტი მაშველებმა გადაარჩინეს.
გავრცელებული ცნობით, რეზინის ნავში, ძირითადად, ავღანელი და ირანელი მიგრანტები ისხდნენ, რომლებიც ევროპის ტერიტორიაზე მოხვედრას თურქეთის გავლით ცდილობდნენ.
Leave a Reply